შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს საკონფერენციო გრანტების 2024 წლის კონკურსს.
კონკურსის მიზანი
საკონფერენციო გრანტების კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში რეგიონული და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების, კონგრესების, ფორუმების, სიმპოზიუმებისა და სემინარების ჩატარებას, ინფორმაციის გაცვლასა და გამოცდილების გაზიარებას, სამეცნიერო კვლევების განვითარებას, ქართველ მეცნიერთა შრომების პოპულარიზაციას საერთაშორისო ჟურნალებსა და სამეცნიერო კრებულებში, მსოფლიო პროცესებში მეცნიერთა ინტეგრირებას.
საპროექტო განაცხადი ტიპი: ინსტიტუციური
კონკურსის ძირითადი პირობები
საკონფერენციო გრანტების კონკურსში პროექტების წარდგენა შესაძლებელია სამეცნიერო მიმართულებების კლასიფიკატორით განსაზღვრულ შემდეგ მიმართულებებში:
საკონფერენციო გრანტის მოსაპოვებლად პროექტს უნდა ჰყავდეს ძირითადი პერსონალი – საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირთა ჯგუფი, რომლებიც არიან პროექტით დაგეგმილი ღონისძიების ორგანიზატორები, პასუხისმგებელნი არიან პროექტის განხორციელებასა და ძირითადი ამოცანების შესრულებაზე.
გრანტის მოსაპოვებლად კონკურსში წარმოდგენილ პროექტს უნდა ჰყავდეს წამყვანი ორგანიზაცია - საქართველოში რეგისტრირებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი (სსიპ) ან საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი (ა(ა)იპ).
კონკურსის ფარგლებში დასაფინანსებელი კონფერენციის ჩატარება გათვალისწინებული უნდა იყოს გრანტის მიღებიდან 12 თვის განმავლობაში.
პროექტისათვის ფონდიდან მოთხოვნილი საგრანტო დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს 170 000 ლარს.
კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული.